იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 534 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსის საერთო მსხვერპლმა ქვეყანაში 24 648-ს მიაღწია. ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 2 729 ადამიანი დაინფიცირდა და საერთო ჯამში მათი რიცხვი 183 957-მდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ იტალიაში კორონავირუსისგან 51 600 ადამიანი განიკურნა.

ბოლო კვირის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსის მსხვერპლისა და დაინფიცირების შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა.

იტალია, ინფიცირებულთა რაოდენობით აშშ-ისა და ესპანეთის შემდეგ, მსოფლიოში მესამე ადგილზეა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here