მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 2.5 მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაცია worldometers-ზეა განთავსებული. ამ დროისათვის კორონავირუსი 210 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 2 510 600-ზე მეტი ადამიანი დაიფიცირდა, ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 172 000-სს გადააჭარბა.

ამასთან, ვირუსისგან სრულიად გამოჯანმრთელდა 660 026 პაციენტი.

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცრებისა და გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში, იტალიასა და ესპანეთში ფიქსირდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here