ამერიკული WTI-ის ტიპის ნავთობის ფასი ნეგატიური გახდა და 0 ნიშნულს ჩამოსცდა.

ნიუ-იორკის NYMEX-ის ბირჟაზე WTI-ის ტიპის საწვავზე ვაჭრობა 17,73 დოლარით დაიწყო. თბილისის დროით 23:30 საათზე ერთი ბარელი ამერიკული ნედლი ნავთობის ფასი მაისის ფიუჩერსებზე -35.30 დოლარს შეადგენდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ნავთობის შეძენისას თანხას არა მყიდველები, არამედ მწარმოებლები იხდიან.

მცირდება Brent-ის ტიპის საწვავის ფასიც. ლონდონის ICE-ის ბირჟაზე ამ დროისთვის ერთი ბარელი ნავთობი 25,70 დოლარი ღირს, რაც 8,48%-ით ნაკლებია ვაჭრობის დაწყების პირველ წუთებთან შედარებით.

რაც შეეხება ივნისის ფიუჩერსებს, WTI-ის მარკის ბარელი ნავთობისთვის ვაჭრობა ამ დროისთვის 20 დოლარზე მაღალია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here