პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, 24 აპრილს ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის პროექტის წარდგენა მოხდება. როგორც პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა აღნიშნა, მოსახლეობა რაც უფრო ზუსტად და მკაცრად დაიცავს შეზღუდვებს, მთავრობას მით უფრო სწრაფად შეეძლება აღნიშნული შეზღუდვების მოხსნა.

„პარასკევს, 24 აპრილს, საქართველო წარმოადგენს ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის პროექტს და მთლიანად პროექტს, რომელიც ორი ეტაპისგან იქნება შემდგარი. ეს არის – მიზნობრივი, სოციალური დახმარების ანტიკრიზისული გეგმა და ასევე, ბიზნესის დახმარების ანტიკრიზისული გეგმა. ამასთან, პარასკევსვე იქნება წარმოდგენილი შეზღუდვების თანმიმდევრული, ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა და შესაბამისად, ეკონომიკის გახსნის გეგმა. აქვე უნდა აღინიშნოს, აქტიურად გაგრძელდება მუშაობა პოსტკრიზისულ გეგმაზე“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here