,,ალალი“ ქართული ნატურალური წვენია, რომლის ქარხანა კახეთში თელავში მდებარეობს. კომპანია ადგილობრივი ფერმერებისგან ჩაბარებული ხილით, ცივად დაწურვის მეთოდით, ნატურალურ წვენებს ამზადებს. ,,ალალის“ წვენები საქართველოში, სუპერმარკეტების თითქმის ყველა ქსელში არის წარმოდგენილი. ქართული წვენი უკვე ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიშიც იყიდება. ექსპორტის პირველ ეტაპზე ამერიკაში 12 000 ბოთლი ,,ალალი“ გავიდა. მეორე ეტაპზე 16 000 ბოთლის ექსპორტი იგეგმება ლოს-ანჯელესში. კომპანია თანამშრომლობას საბერძნეთთან, ისრაელთან, ჩეხეთთან და ლიეტუვასთანაც აპირებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here