რიკოთის საუღელტეხილო გზის, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ორი ახალი გვირაბი გაიჭრა. ახალი გვირაბები სოფელ უბისასთან და განთიადთან გაიჭრა, მათი სიგრძე 346.5 მეტრი და 223 მეტრია.
ხიდებისა და გვირაბების სამშენებლო სამუშაოები გრძელდება. უბისა-შორაპანის მონაკვეთზე სულ 13 კმ-იანი გზა, 27 ხიდი და 18 გვირაბი აშენდება. საერთო ჯამში, რიკოთის საუღელტეხილო გზაზე, ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები 30 გვირაბზე და 39 ხიდზე მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ რიკოთის საუღელტეხილო გზაზე მაისში ხევის-უბისას მონაკვეთზე სოფელ ხევთან პირველი 180 მეტრიანი გვირაბი გაიჭრა.
რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად არის დაყოფილი.
საბოლოო ჯამში, რიკოთის საუღელტეხილო გზა, აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის დასრულებისას შეამცირებს მანძილს 30 კილომეტრით, ხოლო მგზავრობის დროს გაანახევრებს.
თუ დღეს წითელი ხიდიდან-სარფამდე მანძილის გავლას სჭირდება 8 საათი, სამომავლოდ დასჭირდება 4-4.5 საათი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here