სურსათის ეროვნული სააგენტო ავტომაგისტრალზე მდებარე საზოგადოებრივი კვების ობიექტებში სახელმწიფო კონტროლს აქტიურად ახორციელებს. სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობის შემოწმებასთან ერთად,გასცემენ რეკომენდაციებს კორონავირუსთან დაკავშირებულ პრევენციულ ღონისძიებებზე, რაც კვების ობიექტების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანია. კრიტიკული შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში კვების ობიექტები დაჯარიმდებიან და საწარმოო პროცესი შეუჩერდებათ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here