ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა შპს ,,არქიმედეს კლინიკა” ლაგოდეხის, სსიპ ,,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი” – ს ლაგოდეხის რაიონული სამსახურის და ლაგოდეხის ,,ცხელების ცენტრი” – ს მედპერსონალს და თანამშრომლებს #Covid19-ის წინააღმდეგ გაწეული შრომისთვის, მადლობის სიგელები, სამადლობელი ბარათები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
👉 “თითოეული მათგანი იმყოფებოდა #Covid19– ის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე. მინდა მადლიერება და პატივისცემა გამოვხატო მათი პროფესიონალიზმის, გამბედაობისა და თავდადებისათვის”, – აღნიშნა ლაგო ტვ – სთან საუბარში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here