
გურჯაანის მუნიციპალიტეტში შუქნიშნების დამონტაჟება ივნისის დასაწყისში დაიწყეს. ამის შესახებ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდაზმულმა საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ ,, ამომრჩეველის ხმის”” ეთერში ისაუბრა.
დღეს შუქნიშნები ორ ლოკაციაზე: თავისუფლება-კოსტავასა და თავისუფლება-წმინდა ნინოს ქუჩების კვეთაზე ამუშავდა.