
პროექტი, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტმა ენერგოეფექტურობის ცენტრთან ერთად შეიმუშავა, 2020 წლის ევროკავშირის მდგრადი ენერგიის ჯილდოს მფლობელია. 6 სხვადასხვა ქვეყნის პროექტებს შორის თელავმა მე-3 ადგილი დაიკავა. იგი მიზნად ისახავს თელავში არსებული ორი საბავშვო ბაღის ენერგოეფექტურ რეაბილიტაციას და ბაღების გათბობისთვის
ადგილობრივი, მყარი სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების გამოყენებას.