
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში, 800მეტრიანი გზის მოასფალტება დაიწყო. პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდება. საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და სექტემბრის ბოლოს დასრულდება.