დღეს დედოფლისწყაროში ალოობის მიმდინარეობას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კახეთის მხარის გუბერნატორთან, მუნიციპალიტეტის მერთან და მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად გაეცნო.

ისინი მარცვლეული კულტურის აღების პროცესს ადგილობრივი ფერმერის ყანაში დაესწრნენ. როგორც ფერმერები აღნიშნავენ, წელს ხორბლის საშუალო მოსავალია, ჰექტარზე 1,5 – 2,5 ტონა. მინისტრი ასევე ფერმერებს შეხვდა. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. ფერმერების ძირითადი მოთხოვნა საწვავზე სახელმწიფო კონტროლის დაწესების საკითხი იყო. ლევან დავითაშვილი ფერმერებს დაპირდა, რომ საწვავზე კონტროლი გამკაცრდება და ისინი ფულს ხარისხიან დიზელის საწვავში გადაიხდიან.

ფერმერებმა აღნიშნეს, რომ სასოფლო_სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის დეგიციტი არ არის და ოსავლის აღება პრობლემების გარეშე, უდანაკარგოდ მიმდინარეობს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here