დღეს, 2 ივლისს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა რომან მუჩიაშვილმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ბადიაურში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და 27 წლის წინ, დაბა ტამიშთან გამართულ ბრძოლაში, დაცემული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს. ტამიშის ბრძოლა აფხაზეთის ომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდია, რომელიც საქართველოს ისტორიაში შევიდა, როგორც ქართველი მეომრების თავგანწირვის, ერთიანობისა და გმირობის უდიდესი მაგალითი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here