ლაგოტივის ექსკლუზიური კადრები და დაუსჯელი ფერმერები.
სიღნაღის მუნიციპალიტეტში (კერძოდ, ლაგოდეხი-წნორის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალის მიმდებარე ტერიტორია, ალაზნის ველის მარჯვენა მხარე) ფერმერებმა ხორბლისა და ქერის აღების შემდეგ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გადაწვეს. ადგილზე მისულ ლაგო ტვ – ის გადამღებ ჯგუფს მხოლოდ მიტოვებული ცეცხლი, გადამწვარი და წვის პროცესში მყოფი მინდვრები დახვდა.
ადგილზე არც ფერმერები და არც გარემოს დაცვის სამსახური არ იმყოფებოდნენ, ადგილზე ვერც სახანძრო-სამაშველო სამსახური ვერ ვნახეთ. ცეცხლის ჩაქრობა და გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებაზე არავინ ზრუნავდა. ირგვლივ მდებარე სოფლები შავ კვამლში გაეხვა.
დამწვარია ასობით ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო ნარჩენები. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გამოფხიზლდით!

ქმედება, შესაბამისად, დასჯადია და, სამართალდარღვევის გარემოებებიდან გამომდინარე, 200-დან 1000-ლარამდე ჯარიმის ოდენობას ითვალისწინებს, რასაც ემატება გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხა.

თუმცა ამ დრომდე არავინ დაუსჯიათ!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here