როგორც LagoTV-ის ადგილობრივი კორესპონდენტი იუწყება, შეკვეთილში ცენტრალურ გზაზე საცობებია და ვიზიტორებს რიგში უწევთ ჩადგომა, რომ დენდროლოგიურ პარკში შევიდნენ.

შეგახსენებთ, 15 ივლისს, შეკვეთილში პარკი დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა. ის 60 ჰექტარზეა განთავსებული.

აჭარა-გურიისა და სამეგრელოს რეგიონებიდან წაღებულ გიგანტურ ხეებთან ერთად, პარკში მისულ დამთვალიერებელს მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობა ხვდება.

პარკის ტერიტორიაზე მსოფლიოს ყველა კონტინენტის 58 სახეობის ფრინველი ბინადრობს. მათი უმრავლესობა წითელ ნუსხაშია შეტანილი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here