რეინჯერი გმირია! ისინი თავისი სიცოცხლის რისკის ფასად იცავენ საქართველოს და მსოფლიოს ბუნებრივ მემკვიდრეობას!

თბილისის ეროვნულ პარკში, საბადურის ტყის მონაკვეთზე, რეინჯერთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა, გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ კნირშმა, იაპონიის ელჩმა, ტადაჰარუ უეჰარამ და პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა, რეინჯერებს პროფესიული დღე მიულოცეს.

წელს, დაცული ტერიტორიების 20-ვე ადმინისტრაციაში, „წლის რეინჯერი“ გამოვლინდა, რომელთაც ფულადი ჯილდოები გადაეცათ. მათთან ერთად წახალისდა დაცული ტერიტორიების ხუთივე ქალი რეინჯერიც. კომპენსაციები გადაეცათ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ რეინჯერთა ოჯახებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here