პროექტის ფარგლებში შენობაში დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის სისტემა, რეაბილიტირდება სახურავი და მოეწყობა კიბის ახალი მოაჯირი. სამუშაოებს ამხანაგობა “გზამშენი 2019” ასრულებს, რაზეც 140 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.
ამ დროსითვის, სარეაბილიტაციო სამუშაოები ასევე მიმდინარეობს სოფელ ჩალაუბნის და ქალაქ გურჯაანის მეორე საჯარო სკოლებშიც.
მიმდინარე წელს, მუნიციპალიტეტის ექვს სკოლაში : ქალაქ გურჯაანის პირველ და მესამე, ს. ვაჩნაძიანის, ს. ვაზისუბნის, ს. ჯიმითის და ს. არაშენდის საჯარო სკოლებში რეაბილიტირდება სველი წერტილები.
აღნიშნული საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ჯამში 900 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here