დღევანდელი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, სკოლებში სწავლა დაიწყება 15 სექტემბერს, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.
მისივე თქმით, სასწავლო წელი დაიწყება ჩვეულებრივ უნივერსიტეტებშიც.
„ჩვენ მზად ვართ ყველანაირი სცენარისთვის, თუმცა ამ ეტაპზე სწავლა დაიწყება ჩვეულებრივ, სასწავლო ოთახებსა და აუდიტორიებში“, – განაცხადა ჩხენკელმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here