სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები სავაჭრო ობიექტებში ფრინველის ხორცისა და კვერცხის შენახვისა და რეალიზაციის პირობებს ამოწმებენ. ინსპექტირება ტარდება როგორც ქსელურ მარკეტებში, ასევე უბნის მაღაზიებში. დღეისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით შემოწმებულია 150-მდე ობიექტი, რომელთაგანაც 40-ში იმპორტირებული ფრინველის ხორცის შეფუთვის გარეშე განთავსების – ეტიკეტირების წესის დარღვევის ფაქტები გამოვლინდა. ბიზნესოპერატორების მიმართ გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

ამავდროულად, სააგენტოს წარმომადგენლებმა სარეალიზაციო ქსელიდან აიღეს ფრინველის ხორცის ნიმუშები, რომელსაც ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here