„რუსეთი არის ოკუპანტი! ოკუპაცია უნდა დასრულდეს“,- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

„ჩვენ გვყავს გმირი სამხედროები, რომლებმაც თავი გაწირეს სამშობლოსთვის. აგვისტოს ომი ტრაგედიაა, რომელმაც უზარმაზარი ნგრევა და დესტაბილიზაცია მოუტანა ჩვენს ქვეყანას.

ოკუპაცია გრძელდება, მისი შედეგები უმძიმესია ჩვენი ქვეყნისთვის, მომავალი თაობისთვის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here