პანდემიის გამო რუსეთ საქართველოს ომის 12 წლისთავი მოკრძალებულად აღინიშნა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა დავით ფხოველიშვილმა და მალხაზ მერაბიშვილმა, საკრებულოს წევრებმა დავით ალუღიშვილმა, მიხეილ ბახუტაშვილმადა ნუგზარ ყოჩიაშვილმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და ღონისძიებაში მონაწილეებთან ერთად ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
მემორიალთან გმირთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი დედოფლისწყაროს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ნიკოლოზ ლომსაძემ გადაიხადა.
დედოფლისწყაროს გმირთა მემორიალთან დღეს გმირების ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here