ეპიდვითარებიდან გამომდინარე, სვანეთში, კერძოდ დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში შეზღუდვები წესდება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა განაცხადა.

ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, ასევე წესდება შეზღუდვები გადაადგილებაზე დაბა მესტიასა და სოფლებს შორის.

„დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში ფუნქციონირების უფლება ექნებათ მხოლოდ აფთიაქებს, საბანკო დაწესებულებებს, სასურსათო მაღაზიებსა და ღია ტიპის საკვებ დაწესებულებებს. თავშეყრის ადგილებზე მკაცრად გაკონტროლდება დისტანციის დაცვა, დახურულ სივრცეებში ნიღბების გამოყენება და ჰიგიენა“,- აღნიშნა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

ცნობისთვის, მესტიაში კორონავირუსის 17 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 7 ადგილობრივია, 10 სტუმარი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here