სასტუმრო პირველ სტუმრებს დღეიდან მოემსახურება. გახსნასთან დაკავშირებით ერთი კვირის განმავლობაში ყველა კატეგორიის ოთახის ფასი ორ ადამიანზე საუზმით 170 ლარი იქნება. 

სასტუმრო ღვინის მარანს, სარეკრეაციო და მოსასვენებელ სივრცეებს, 20 ნომერს და სამ სარესტორნო სივრცეს მოიცავს.

“ხუთი წლის წინ დაიწყო მარნის მშენებლობა და მშენებლობის პროცესში გადაწყდა, რომ აშენებულიყო სასტუმრო. შეიქმნა ძალიან დახვეწილი ქართული ბრენდი “ამპელო”, რომელიც თავის პირველ სტუმრებს ხვალიდან მიიღებს. ერთი კვირის განმავლობაში მხოლოდ 170 ლარი იქნება ყველა კატეგორიის ოთახის ფასი საუზმით ორ ადამიანზე. შემდეგ კი ფასი 300 ლარის ფარგლებში იმერყევებს, თუმცა გვექნება ძალიან ბევრი შეთავაზებები და აქციები და მაქსიმალურად მორგებული ვიქნებით ადგილობრივ მომხმარებელზე.

სასტუმრო განსაკუთრებულია იმით, რომ აქვს ულამაზესი ხედები ალაზნის ველსა და კავკასიონზე, ღვინის მარანი, სარეკრეაციო და მოსასვენებელი სივრცეები, კომფორტული ოთახები, 3 სარესტორნო სივრცე, სადაც ეთნო კერძების დაგემოვნების შესაძლებლობა ექნებათ სტუმრებს, ასევე ტერასები და ღია აუზი. მდებარეობს სოფელ კარდენახში ერთი ჰექტარის ფართობის ტერიტორიაზე.“- განაცხადა HSC ჯგუფის პროექტების, გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმღვანელმა გვანცა გოგუამ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here