თხილის შემნახველი საწარმო ,,აგრითრეიდი’’ ფერმერებს სთავაზობს თხილის მწვანე გარსიდან გარჩევის, შრობისა და დასაწყობების მომსახურებას.
შპს „აგრითრეიდი“ თვეში 1000 ტონა გაუტეხავ თხილს გადაამუშავებს, რომელიც ექსპორტზე – ძირითადად ჩინეთში, ისრაელსა და მექსიკაში რეალიზდება. საწარმო ნედლეულს ადგილობრივი ფერმერებისგან ჩაიბარებს.
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერაა ინიცირებული. პროექტის მიზანია ფერმერებისა და სოფლის მეურნეობაში ჩართული მეწარმეების იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესება.
საწარმო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თელაზე მდებარეობს და ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.

საკონტაქტო ინფორმაცია: 555 41 11 00; 571 78 88 88.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here