„გადაწყვეტილება მივიღეთ, თითოეულმა მოქალაქემ, რომელიც სიმსივნეს ებრძვის, მკურნალობის სრული კურსი ჩაიტაროს, ყველანაირი პირადი გადასახადის გარეშე“

„მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც უნდა ვიმსჯელოთ, გახლავთ ჯანდაცვის სამინისტროს ახალი ინიციატივა – ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდა. განსაკუთრებით გამოსაყოფი იყო ონკოდაავადებათა მკურნალობის თვალსაზრისით იმიტომ, რომ ჩნდება მეოთხე ეტაპის პრობლემა, როდესაც სიმსივნის გამოვლენის შემთხვევაში ჩვენს მოქალაქეებს ჯიბიდან უწევდათ თანხის გადახდა. დარწმუნებული ვარ, მივიღებთ გადაწყვეტილებას, ამ პროგრამას რვა ათასი ლარით გავზრდით და ფაქტობრივად, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, რომელიც ებრძვის ამ მძიმე სენს, შესაძლებლობა ექნება მკურნალობის სრული კურსი ჩაიტაროს ყველანაირი ჯიბიდან გადასახადების გარეშე. სამწუხაროდ, ამ პროგრამით საქართველოს 1972 მოქალაქე სარგებლოს და ამ ადამიანებისთვის ეს იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here