დღეს, საქართველოში გლოვის დღეა – აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის ადმინისტრაციამ შატილის გზაზე მომხდარი ავარიის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მიიღო.

„სახელმწიფო დროშა დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე“.- აცხადებენ მთავრობაში.

ცნობისთვის, 23 აგვისტოს, შატილის გზაზე, ბისოსთან მომხდარი ავარიისას გარდაიცვალა 17ადამიანი , ხოლო 3-ის მდგომარეობა ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here