15 სექტემბრიდან სკოლები , ხოლო 1-ლი ოქტომბრიდან საბავშვო ბაღები გაიხსნება. ამის შესახებ უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„გარდა ამისა, ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ ბაღების გახსნასთან დაკავშირებით. როგორც მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, ეტაპობრივი მიდგომა მობილობის შესამცირებლად უკიდურესად მნიშვნელოვანია. შესაბამისად, სკოლები 15 სექტემბერიდან გაიხსნება და 2 კვირის ინტერვალით, პირველი ოქტომბრიდან გაიხსნება საბავშვო ბაღები. ჩვენ ასევე ინტენსიურად ვმუშაობთ უმაღლეს სასწავლებლებთან, რომლის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ეტაპობრივად მოგაწვდით“, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here