მთავრობის გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ქვეყანაში სარიტუალო ღონისძიებები კვლავ აიკრძალა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

„გვესმის, რომ ბევრ ადამინს ამ საკითხებთან დაკავშირებით გარკვეული გეგმები შესაძლოა ჰქონდეს, თუმცა ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, გადაწყდა, რომ ქორწილები, ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები ისევ აიკრძალა. ვუბრუნდებით კვლავ ადრინდელ მდგომარეობას“, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

აკრძალვა, ხვალიდან, 10 სექტემბრიდან, შევა ძალაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here