„კოვიდ“-19 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ორ მცირეწლოვანს დაუდასტურდა.

„ბავშვები უკვე დაფიქსირებული შემთხვევის კონტაქტები არიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მალე ორივე მათგანს სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანენ. ლაგოდეხში უკვე ჩამოყალიბდა სამი კლასტერი და სამივე აჭარას უკავშირდება“, ამის შესახებ , დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here