ერთ დონეზე რჩება კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა, სტაბილიზაციის მაჩვენებელია, ლოკალიზაციისკენ მივდივართ, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა.
„ერთ დონეზე რომ რჩება კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა, ეს არ არის ცუდი. ეს არის სტაბილიზაციის მაჩვენებელი და იმედია, რომ ყველაზე „ცხელ“ რეგიონში, აჭარაში, ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაახლოებით, ერთიდაიგივე ციფრებია, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ლოკალიზაციისკენ მივდივართ. იმედია, რომ მალე ლიკვიდაცია მოხდება. დანარჩენი „ცხელი“ წერტილები თქვენ ხედავთ, რომ არ არის ძალიან დიდი რაოდენობით და მათ ლოკალიზაცია-ლიკვიდაციასაც ალბათ ეყოფა ხანმოკლე პერიოდი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიამ ასევე აღნიშნა, რომ აგვისტოდან უკვე გაზრდილია ტესტების რაოდენობაც, რასაც შესაბამისი დაწესებულებები ყოველდღიურად აკეთებენ.

„აგვისტოს შუა რიცხვებში დაახლოებით 7 ათასი ტესტი კეთდებოდა დღის განმავლობაში და გაორმაგებულია ამ ტესტების რაოდენობა. 4-5 დღის წინ იყო ყველაზე მცირე რაოდენობა 11 128 ტესტი გაკეთდა. ორ დღეში გახლდათ 13 226 ტესტი. უფრო მზარდია ამ ტესტების რაოდენობა და არა კლებადი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here