გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი  თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში, მევენახე მალხაზ პავლიაშვილის ოჯახს ესტუმრა და რთველში მიიღო მონაწილეობა.  მასთან ერთად რთველში, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შიოშვილიც იმყოფებოდა.

„რთველი, ტრადიციულად დიდი ზეიმია, განსაკუთრებით კახეთის რეგიონში, სადაც მოსახლეობის შემოსავალი, ძირითადად, ყურძნის რეალიზაციაზეა დამოკიდებული. სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ რთველი წარმატებით ჩატარდეს და მევენახე ფერმერების შრომა დაფასდეს. მოხარული ვარ, რომ პავლიაშვილების ოჯახთან ერთად რთველში მივიღე მონაწილეობა. მათ ბიოლოგიურად სუფთა ყურძენი მოჰყავთ და ორგანულ ღვინოს აწარმოებენ, რომელზეც მოთხოვნა მზარდია და, შესაბამისად, განსაკუთრებული პერსპექტივა აქვს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here