გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით, ალგეთის ეროვნულ პარკში გამწვანების აქცია გაიმართა. ღონისძიება კლიმატის კვირეულის ფარგლებში განხორციელდა და მასში მონაწილეობა მიიღეს მანგლისის სკოლის მოსწავლეებმა, ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად.

გამწვანების აქციის ფარგლებში, მოსწავლეებმა ალგეთის ეროვნული პარკის დაბა მანგლისის პარკში, როშაში, 30 ფიჭვის ნერგი დარგეს.

გამწვანების აქციამ კოვიდ 19-თან დაკავშირებული ყველა შესაბამისი რეკომენდაციებისა თუ სახელმწიფო რეგულაციების გათვალისწინებით ჩაიარა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here