ისრაელში პრეპარატი Allocetra შექმნეს, რომლის მეშვეობითაც კორონავირუსთან ეფექტიანი ბრძოლაა შესაძლებელი. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.

კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე მდგომარეობაში მყოფი ხუთი პაციენტი, რომლებსაც Allocetra-თი უმკურნალეს, რამდენიმე დღის შედმეგ მთლიანად გამოჯანმრთელდა. ანალიზებმა აჩვენა, რომ მათ სისხლში ვირუსი აღარ იყო.

ამ წამლის მოქმედება იმაში მდგომარეობს, რომ ის იმუნური სისტემის გაძლიერებულ რეაქციას ახშობს, რაც Covid-19-ით დაავადებულებში შეინიშნება და რასაც შეიძლება ადამიანის ორგანოების გათიშვა და სიკვდილი მოჰყვეს. ჯერჯერობით წამალით მკურნალობა ექსპერიმენტულ ხასიათს ატარებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here