დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტი – მეტრო და ავტობუსი 22:00 საათამდე იმუშავებს.

ასევე 22:00 საათამდე იმუშავებს მიკროავტობუსიც. ამის შესახებ „თბილისის მიკროავტობუსში“ განაცხადეს.

მუნიციპალური ტრანსპორტის სამუშაო დროის შემცირება, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომლის თანახმადაც დღეიდან დიდ ქალაქებში – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ფოთი -22:00 საათიდან 05:00 საათამდე იზღუდება გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე – სატრანსპორტო საშუალებებით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here