
ლევან დავითაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.
მინისტრი თავს კარგად გრძნობს, სახლში იმყოფება და მუშაობას დისტანციურად აგრძელებს. იდენტიფიცირებულია მინისტრის ყველა კონტაქტი;
შემხებლობაში მყოფი პირები თვითიზოლაციაში გადავიდნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო Facebook-ის გვერდზე ავრცელებს.