გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, საქართველოს რეგიონებში მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის მორიგი ტენდერი გამოცხადდა, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებს ითვალისწინებს.

“საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებისთვის 27 თვე არის განსაზღვრული. დღეისათვის, სოფელ გურჯაანში არ არსებობს წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა. მოსახლეობას წყალი ავზებიდან ინდივიდუალურად აქვს გაყვანილი. წყალი არ იქლორება. დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება რეზერვუარებსა და ჭაბურღილს. მოეწყობა 3 ჭაბურღილი, საქლორატორო, მაგისტრალური მილი და წყალმომარაგების ქსელი. პროექტის დასრულების შემდეგ 4 000 ადამიანი სტაბილური წყალმომარაგებით ისარგებლებს”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here