
თავდამსხმელი, რომელიც წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა, დაკავებულია, გათავისუფლებულია ყველა მძევალი.
ამის შესახებ ინფორმაციას შსს ადასტურებს.
„რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების და ოპერატიული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ყველა მძევალი უვნებლადაა გათავისუფლებული და შეიარაღებული თავდამსხმელი დაკავებულია“,- განაცხადა სირაძემ.