ხვალ, საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართება. ასევე, ქუთაისში გაიმართება მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურიც.

არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებს ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი კანდიდატები უპირისპირდებიან, თბილისის რამდენიმე ოლქში კი, მმართველი პარტიის კანდიდატს ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმებული კანდიდატი დაუპირისპირდება.

გამარჯვებული იქნება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ მეორე ტურზე ამომრჩევლებს მოემსახურება 1914 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 9 უბანი, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 80 სპეციალური უბანი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here