საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არსებული შეზღუდვები პირველ თებერვლამდე გახანგრძლივდება. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.პირველ თებერვლამდე შეზღუდვები გახანგრძლივდება როგორც ბიზნესის სფეროში, ისე მუნიციპალურ ტრანსპორტთან დაკავშირებით.„ვიმსჯელეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველ თებერვლამდე შევინარჩუნოთ ის რეჟიმი, რაც დღეს არსებობს. ჩვენი ამოცანაა, თებერვლამდე დარჩენილი 2-3 კვირა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვქონდეს ბიზნესებთან და პირველი თებერვლიდან მოვემზადოთ უფრო უსაფრთხო გახსნისთვის“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here