მიტროპოლიტ ამბა ალავერდელის  განცხადებით, წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომაზე დავით გარეჯის თემა პირველ საკითხად განიხილეს. მისი თქმით, წმინდა სინოდმა დაადგინა, რომ კომპლექსში შემავალი მონასტრები ქართული ძეგლებია და საზღვრის დადგენის დროს ისინი საქართველოს ტერიტორიაზე უნდა მოექცეს. 

„პირველ საკითხად იყო გამოტანილი დავით გარეჯი, რომელზეც ჩვენ გვქონდა მოხსენება. სინოდმა იმსჯელა ამის თაობაზე და აღიარა, დაადგინა, რომ ეს არის ქართული ძეგლები და საზღვრის ხაზი უნდა გაევლოს 1937-1938 წლებში აზომილი და შემუშავებული გეგმების საფუძველზე დაბეჭდილი 1:200 000-იანი რუკების საფუძველზე, რომლის გამოყენებაზეც ორმა სახელმწიფომ მოაწერა ხელი“.

„სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საპატრიარქოს ტელევიზიამ მოამზადოს გადაცემათა ციკლი დავით გარეჯის პრობლემასთან დაკავშირებით“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here