„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის განცხადებით, მოსამართლემ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შესაბამის ორგანოს დაავალა.

რაც შეეხება დროს, რა ვადაში უნდა აღსრულდეს სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს სხვა უწყებას ეხება, კითხვაზე კონკრეტულ პასუხს ვერ გასცემს, თუმცა მელიას დაკავება „გონივრულ ვადაში მოხდება“.

„რაც შეეხება აღსრულების ნაწილს, სასამართლომ ამ გადაწყვეტილების აღსრულება შესაბამის ორგანოს დაავალა. აქედან გამომდინარე, ამ გადაწყვეტილებას შეასრულებს შესაბამისი ორგანო მაქსიმალურად გონივრულ ვადაში. გამომდინარე იქიდან, რომ ამას სხვა უწყება ასრულებს, მე კონკრეტულ პასუხს ვერ გეტყვით, თუმცა, კანონმდებლობაში კონკრეტული ვადა არ არსებობს. იმედს გამოვთქვამთ, რომ განსხვავებით სასამართლოში არ გამოცხადებისა, ბრალდებული ამ შემთხვევაში მაინც გამოცხადდება შესაბამის ორგანოში და მოახდენს სათანადო ქმედებას“, – განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here