მე საქართველოს მოსახლეობას ვულოცავ გამარჯვებას იმიტომ, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ დღეს! ჩვენ დღეს გამარჯვებულები ვართ არამხოლოდ პოლიტიკურად, არამხოლოდ ზნეობრივად, არამედ სულიერადაც“, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ , ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მელიას თქმით, „ახლა გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენის მანძილზეა“.

“ამ ყველაფრისთვის უამრავ ჩვენს წინაპარს უცხოვრია, რომ ებრძოლა და მოეპოვებინა ამ ბრძოლის შედეგად თავისუფლება და აგერ ვარ, ბრძოლის წინა ხაზზე, ფინიშის სწორზე, სადაც გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენის მანძილზეა. მინდა მთელმა საზოგადოებამ იცოდეს, წაშლილია ყოველგვარი პარტიული ატრიბუტიკა, ნიშანი, პარტიული პოლიტიკა დასრულებულია, არ არსებობს. არსებობს ორი მხარე, ეროვნული მოძრაობის ინტერესები, ქართული ეროვნული მოძრაობა და მეორე მხარეს ოკუპანტის ინტერესები და ივანიშვილის წარმომადგენლები. ან ვდგავართ ერთ მხარეს, ან ვდგავართ მეორე მხარეს. მიხარია ის,რასაც ახლა ვხედავ და ვგრძნობ, რომ აბსოლუტური უმრავლესობა ვდგავართ ისტორიის სწორ მხარეს. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის! – განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა მიიღო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here