NASA-ს როვერის Perseverance („შეუპოვრობა“) ბორტკომპიუტერზე, პლანეტა მარსზე დაშვების დროს, უამრავი ადამიანის მაიდენტიფიცერებელ წარწერასთან ერთად – წარწერა „აფხაზეთი საქართველოა, ჩვენ დავბრუნდებით“ – იყო.

სოხუმელი ბლოგერი გიორგი ჯახაია წერს, რომ მას შემდეგ, რაც ნასამ მარსზე გასამგზავრებელი ბილეთების შეძენის მსურველების რეგისტრაცია დაიწყო და გამოაცხადა, რომ მათ მონაცემებს Perseverance მარსზე წაიღებს, როვერზე საკუთარი მონაცემები გაგზავნა:

სარეგისტრაციო ველში, სახელის ადგილას მან ჩაწერა ფრაზა – „Abkhazia is Georgia“(აფხაზეთი საქართველოა), ხოლო შემდეგ ველში ჩაწერა: „WE WILL COME COME BACK“(ჩვენ დავბრუნდებით).

ნასამ გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებიც მარსზე დაშვებულმა როვერმა გადაიღო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here