ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სისტემის რეფორმირების პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესების გეგმებსა და ამ მიმართულებით 2020 წელს გადადგმულ ქმედით ნაბიჯებზე ისაუბრა.

„სამინისტროს ინიციატივით მიღებულ იქნა ახალი კანონი სქესობრივ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით. გამკაცრდა სასჯელი და არასრულწლოვნის გაუპატიურებისათვის განისაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთაც. ასევე, აღნიშნული დანაშაულის პრევენციის მიზნით შეიქმნა მოძალადეთა მონიტორინგის მექანიზმები“.

„2020 წლის 1-ლი სექტემბრიდან, შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, შესაძლებელი გახდა მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება“.

„სწორედ ამ პრიორიტეტის გათვალისწინებით, გაფართოვდა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური და მოიცვა სამინისტროს ყველა ტერიტორიული დანაყოფი“.

სამომავლოდ იგეგმება თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება, დანაშაულის პრევენციის მიზნით არასრულწლოვნებთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიების ჩატარება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოწმესთან, დაზარალებულსა და ბრალდებულთან კომუნიკაციის დოკუმენტის შემუშავება და სქესობრივ დანაშაულებზე გამომძიებელთა სპეციალიზაცია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here