თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშავლიდან გაუჩინარებული 69 წლის მამაკაცს, მაშველებმა, მდინარე ალაზნის სარწყავ არხში მიაგნეს.

მამაკაცის ცხედარი უკვე გადასვენებულია ლევან სამხარაულის სახელობის გურჯაანის ექსპერტიზის ბიუროში, სადაც მას შესაბამისი ექსპერტიზა ჩაუტარდება.

იგი სახლიდან 8 დღის წინ გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლს გულისხმობს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here