პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, შეზღუდვების შემსუბუქების გეგმა წარადგინა.

შეზღუდვების სრულ ჩამონათვალს, რომელიც 25 თებერვლიდან 15 მარტის ჩათვლით მოიხსნება:

25 თებერვლიდან სამთო კურორტებზე სასტუმროები გაიხსნება 

8 მარტიდან სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები გაიხსნება

25 თებერვლიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამოქმედდება 

1-ლი მარტიდან რესტორნებს შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ შაბათ-კვირის გარდა ბათუმში პირველი მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან

1-ლი მარტიდან კონფერენციები და ტრენინგები განახლდება

15 სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას განაახლებენ განსაზღვრული რეგულაციების დაცვით;

1-ლი მარტიდან  სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, როგორც საჯარო, ისე კერძო, ფუნქციონირებას აღადგენენ ორ კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20 %-ის სავალდებულო ტესტირების პირობით;

15 მარტიდან სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგება

1-ლი მარტიდან სასკოლო წრეები, მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ

15 მარტიდან თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ, ხოლო 1 აპრილიდან აღნიშნულ დაწესებულებებში საქმიანობა სრულად აღდგება (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით)

8 მარტიდან არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც  სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები, მუშაობას განაახლებენ.

„საკოორდინაციო საბჭოზე ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება ქვეყანაში ვიზიტორების დაშვებასთან დაკავშირებული რეგულაციების შემდგომ შემსუბუქებაზე, კერძოდ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ PCR ტესტის ნეგატიური პასუხით 1-ლი მარტიდან ემატება შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი.

სახმელეთო საზღვრებზე ამ ეტაპზე ისევ ვინარჩუნებთ დღეს მოქმედ რეჟიმს. ეპიდემიოლოგიური ვითარების კონტროლით შეზღუდვების შემსუბუქებაზე გადაწყვეტილებები მიიღება მიმდინარე ეპიდვითარების ანალიზის საფუძველზე. მინდა იმედი გამოვთქვა, რომ მოქალაქეთა მხრიდან გამოჩენილი იქნება მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ვითარების კონტროლს“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here