საქართველოს თავდაცვის ძალები მსოფლიო ლიდერი კომპანიების მიერ წარმოებული სპეციალური დანიშნულების ახალი ტექნიკით აღიჭურვება-ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ქართველსამხედროებს, ნატო-ს წევრი ქვეყნების შესაბამისი სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებები ექნებათ. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სპეცტექნიკისთვის საჭირო ღირებულებას, თავდაცვის უწყება ეტაპობრივად, რამდენიმე წლის განმავლობაში გადაიხდის. პროექტი რამდენიმე თვეში დასრულდება და შედეგდად, კიდევ უფრო გაძლიერდება თავდაცვის ძალების სამხედრო შესაძლებლობები და ზოგადად ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here