ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დაასრულა. სამუშაოები სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.

მუზეუმი 1985 წლის შემდეგ არ განახლებულა. სამუზეუმო კომპლექსისთვის აშენდა ახალი ოთხსართულიანი შენობაში, მოეწყობა ავტოსადგომი, მცირე ბიბლიოთეკა, თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორია, სამეცნიერო შეხვედრებისთვის აუდიტორია

მუზეუმში დასასრულს უახლოვდება ვანის არქეოლოგიური გათხრების შედეგად სხვადასხვა დროს აღმოჩენილი მსოფლიო მნიშვნელობის, უნიკალური ნივთების ექსპოზიციის მოწყობა და ვანის განახლებული მუზეუმი პირველ მნახველებს მალე მიიღებს.

 ვანის არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი უძველესი ექსპონატები დროებით განთავსებული იყო თბილისის სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ოქროს ფონდში. განახლებული ინფრასტრუქტურის საშუალებით, ექსპონატები კვლავ ვანის ახალ არქეოლოგიური მუზეუმს დაუბრუნდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here