ნათია თურნავას განმარტებით, მთავრობა „ფრონტერასთან” პოზიტიურ კომუნიკაციაშია და „ფრონტერას“ ყოფილი თანამშრომლების მიმართ სახელფასო დავალიანების დაფარვისკენ მოუწოდებს.
დიდ პრობლემად რჩება „ფრონტერას” 84 ყოფილი თანამშრომელი, რომელიც კომპანიამ გასული წლის დეკემბერში გაათავისუფლა და მათ მიმართ დაახლოებით 17 თვის სახელფასო დავალიანება ერიცხება. ეს ადამიანები მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ერთჯერადი დახმარების სახით, დახმარება გაეწიოს 1200 ლარის ოდენობით თითოეულ ადამიანს. ამასთან, „ფრონტერას“ მოვუწოდებთ, რომ დღესდღეობით, როდესაც შემაფერხებელი გარემოება აღარ არსებობს, რომ ვალდებულებები შეასრულოს, მოველით, რომ ამ სახელფასო დავალიანებას დაფარავენ“, – აღნიშნა თურნავამ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here