ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. სოფელ გელათთან ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ორი მსუბუქი მანქანა შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ერთი მგზავრი, ოთხი კი დაშავდა.  სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ისინი ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here